ბათუმში ორი თურქეთის მოქალაქე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერებების საქმეზე დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველომ თურქეთის რესპუბლიკის ორი მოქალაქე – 1998 წელს დაბადებული ა.ჩ. და 1988 წელს დაბადებული ე.ს. – განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერებების ჯგუფურად შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავა.
დანაშაული 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ბრალდებულები თბილისი–სენაკი–ლესელიძის ავტომაგისტრალზე, ავტომობილში გადაადგილებისას იქნენ შეჩერებულნი. ჩხრეკის შედეგად პოლიციამ ნივთმტკიცებად ამოიღო „პრეგაბალინის“ დიდი ოდენობით კაფსულები.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 261-ე მუხლით.