საქართველოდან 32 უცხო ქვეყნის მოქალაქე გააძევეს – შსს უკანონო მიგრაციაზე კონტროლს ამკაცრებს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, უწყების სხვა დანაყოფებთან კოორდინაციით, ბოლო დღეებში საქართველოში სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხო ქვეყნის 32 მოქალაქე გააძევეს.

ქვეყნიდან გაძევებულები იყვნენ თურქეთის, ინდოეთის, ირანის, პაკისტანის, რუსეთის, კამერუნის, ჩინეთისა და ნიგერიის მოქალაქეები.
მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ყველა მათგანს საქართველოში შემოსვლის აკრძალვა დაეკისრა.

შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტი აგრძელებს უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებებს, მათ შორის უცხო ქვეყნის იმ მოქალაქეთა გამოვლენას, რომლებიც ქვეყანაში სათანადო სამართლებრივი საფუძვლის გარეშე იმყოფებიან.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading