აფხაზეთში ოპოზიციონერზე თავდასხმის გამო, გამგებლის გადადგომას ითხოვენ
გაგრის რაიონის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი იური ხაგუში, რომელიც თავისი არასწორი ქცევით არის ცნობილი, კიდევ ერთხელ გახდა სკანდალის გმირი.
19 იანვარს, ხაგუში დაცვის წევრების თანხლებით, რომლებიც ავტომატური იარაღით იყვნენ შეიარაღებულები, იპოვა და დაესხა თავს გაგრაში მცხოვრებ მიხაილ გოლოვინს პრეზიდენტობის კანდიდატის,ადგურ არძინბას აგიტატორს.
“აფახაზური პორტალის” ინფორმაციით, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის დაცვის წევრებმა ცემეს ახალგაზრდა დაოპოზიციის სასარგებლოდ კამპანიის შეწყვეტა მოსთხოვა. დაემუქრნენ მას და მის ოჯახს , რადგან ის რუსია და აფხაზეთში არ ჰყავს ნათესავები.