თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში კიდევ ერთმა ევროპულმა ავიაკომპანიამ დაიწყო ოპერირება

საქართველოს ავიაბაზარზე Transavia France შემოვიდა. ავიაკომპანია პარიზი-თბილისი-პარიზის მიმართულებით პირდაპირ რეგულარულ რეისებს კვირაში ორი სიხშირით ბოინგ 737-800 ხომალდით ასრულებს.

ოპერირების დაწყებას წინ უძღოდა ავიაკომპანიასთან ინტენსიური და აქტიური მოლაპარაკებები, რომელიც საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ წარმატებით დაასრულა.

პირველი რეისით პარიზის ორლის აეროპორტიდან 163 მგზავრი ჩამოფრინდა. მგზავრებს შოთა რუსთაველის სახელობის აეროპორტში საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორი ლევან მოსეშვილი, TAV Georgia-ს გენერალური მენეჯერის მოადგილე აკაკი ბარქაია, სამოქალაქო ავიაციის საგენტოსა და სექტორის სხვა წარმომადგენლები დახვდნენ.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading