თსუ რექტორის მოადგილემ ერეკლე ასტახიშვილმა ევროპის უნივერსიტეტთა ასოციაციის (EUA) ყოველწლიურ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც ლატვიის უნივერსიტეტში გაიმართა
კონფერენციის ფარგლებში, EUA-ის წევრი უნივერსიტეტების ლიდერები და ექსპერტები სხვადასხვა ევროპული ქვეყნიდან განიხილავდნენ, როგორ შეუძლიათ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს ხელი შეუწყონ მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევას და შეიმუშაონ სტრატეგიები კრიზისების ეფექტურად სამართავად.
მონაწილეებმა ასევე განიხილეს EUA-ის სტრატეგიული გეგმის რეფორმის გზები, აკადემიური განვითარების შესაძლებლობები, უნივერსიტეტების ციფრული ტრანსფორმაცია და დაფინანსების მდგრადი მოდელები.
კონფერენცია მნიშვნელოვანი პლატფორმა აღმოჩნდა ევროპული უნივერსიტეტების მჭიდრო თანამშრომლობისთვის, რაც კიდევ უფრო გაამყარებს EUA-ის წევრ უნივერსიტეტებს გლობალურ საგანმანათლებლო სივრცეში.


