2025 წლის მარტში ექსპორტი 8.2%-ით გაიზარდა წინა წლის მარტთან შედარებით და 565.8 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა

რაც მარტის თვის რეკორდულ მოცულობას წარმოადგენს. ჯამურად, იანვარ-მარტში ექსპორტი 5.7%-ით გაიზარდა და 1401.2 მლნ. აშშ. დოლარს გაუტოლდა.

იმპორტი 2025 წლის მარტში 14.3%-ით გაიზარდა და 1,403.1 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა. 2025 წლის იანვარ-მარტში იმპორტი 20.1%-ით გაიზარდა და 4,217.9 მილიონი აშშ. დოლარით განისაზღვრა.

2025 წლის მარტში სავაჭრო ბრუნვა 1,968.9 მილიონი აშშ. დოლარი იყო, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს 12.5%-ით აღემატება. 2025 წლის იანვარ-მარტში სავაჭრო ბრუნვა 16.2%-ით, 5,619.1 მილიონ აშშ. დოლარამდე გაიზარდა.

2024 წელს ექსპორტის და სავაჭრო ბრუნვის რეკორდული მოცულობა დაფიქსირდა. 2024 წელს ექსპორტი 7.8 %-ით გაიზარდა და 6.6 მილიარდი აშშ.დოლარი შეადგინა, ხოლო სავაჭრო ბრუნვა 8.5 %-ით გაიზარდა და 23.5 მილიარდ აშშ. დოლარს გაუტოლდა.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading