30 სექტემბრიდან ატმოსფერულ ჰაერში მყარი ნაწილაკების რაოდენობა იზრდება – გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას რეკომენდაციების გაცნობას ურჩევს
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 30 სექტემბრიდან საქართველოში ფიქსირდება მყარი ნაწილაკების (PM10 და PM2.5) კონცენტრაციის ზრდა ატმოსფერულ ჰაერში.
პროცესი ტრანსსასაზღვრო ხასიათისაა და გამოწვეულია სამხრეთიდან და სამხრეთ-აღმოსავლეთიდან უდაბნოს მტვრის მასების სუსტი გავრცელებით.
სააგენტო აგრძელებს ჰაერის ხარისხის უწყვეტ მონიტორინგს ავტომატური სადგურების საშუალებით.
📌 ჰაერის ხარისხის ამსახველი ინფორმაცია და ჯანდაცვითი რეკომენდაციები:
✓შეეცადეთ, რაც შეიძლება ხშირად იაროთ ფეხით ან ველოსიპედით
✓ნუ გამოიყენებთ ავტომობილს მოკლე მანძილზე გადასაადგილებლად
✓იმგზავრეთ საზოგადოებრივი ტრანსპორტით
✓ნუ მოცდებით საცობში დგომით. ელექტროტრანსპორტი, როგორიცაა მეტრო და საბაგირო უზრუნველყოფს თქვენ დროულ და გამონაბოლქვის გარეშე გადაადგილებას
✓იზრუნეთ თქვენი ავტომობილის ტექნიკურ, განსაკუთრებით წვის სისტემის, გამართულობაზე! (სავალდებულო პერიოდული ინსპექტირების ცხელი ხაზი – 1484)
✓გამართეთ ავტომობილი
- წვის სისტემა (ძრავი და გამონაბოლქვის კონტროლის სისტემა);
- სავალი ნაწილი;
- ელექტრომოწყობილობები;
- სამუხრუჭე სისტემა;
- საჭის მართვის სისტემა;
- მინასაწმენდები;
- განათება.
✓არ ამოიღოთ ე.წ. კატალიზატორი! მისი მწყობრიდან გამოსვლის შემთხევაში შეცვალეთ ახლით
✓უკეთ მართეთ ავტომობილი – დაიცავით ეკო-მართვის შემდეგი პრინციპები
- მოვერიდოთ ავტომობილის დგომას ჩართული ძრავით
- დროულად გამოვცვალოთ ძრავის ჰაერის ფილტრი
- შევინარჩუნოთ საბურავებში რეკომენდებული ჰაერის წნევა
- არ განვაგრძოთ საწვავის ჩასხმა მას შემდეგ, რაც საწვავის ავზის გავსების შემდეგ ჩასასხმელი მოწყობილობა (პისტოლეტი) ავტომატურად გაითიშება
- შეძლებისდაგვარად გამოვიყენოთ კრუიზკონტროლი, რომელიც თავად არეგულირებს მოძრაობის სიჩქარეს
- ძრავის ბრუნვის დაბალი სიჩქარით მოძრაობა იწვევს საწვავის მოხმარების შემცირებას
- გადაცემათა კოლოფი უნდა გადავრთოთ მაღალ გადაცემაზე, რაც შეიძლება ადრე და დაბალ გადაცემაზე გადავრთოთ, რაც შეიძლება გვიან
- შუქნიშნის წითელი ფერის რეჟიმზე გადასვლის დროს შუქნიშანთან მიახლოებისას ვიმოძრაოთ ინერციის გამოყენებით
- წინასწარ დავგეგმოთ მოძრაობა
- ნუ გავახურებთ ძრავს დაძვრამდე. დავძრათ ავტომობილი და დაძვრის შემდეგ მცირე ხნით ვიმოძრაოთ ძრავის დაბალი ბრუნვათა რიცხვით, სანამ ძრავი არ გათბება
- ნუ ვიმოძრავებთ ზაფხულში ზამთრის საბურავებით
- მინიმუმამდე შევამციროთ კონდიციონერის გამოყენება
- კატალიზატორი შესაძლოა დაზიანდეს თუ ავტომობილის დაქოქვა წარმოებს მისი ბუქსირებით
- გავათავისუფლოთ ავტომობილი ზედმეტი ტვირთისგან
- შევეცადოთ ტვირთი განვათავსოთ ავტომობილის საბარგულში და არა სახურავზე
✓ნუ იმგზავრებთ ავტომობილით მარტო – დაიმგზავრე!
ა✓ვტომობილის შეძენისას არჩევანი გააკეთეთ უფრო სუფთა ტექნოლოგიაზე, როგორიცაა ელექტრომობილი და ჰიბრიდი. ასეთი არჩევანი გარემოს დაბინძურებასთან ერთად საწვავის ხარჯსაც მნიშვნელოვნად ამცირებს
✓შეამცირეთ შეშის მოხმარება
✓მოხმარებამდე კარგად გააშრეთ შეშა – მიიღე მეტი სითბო ნაკლები შეშით
✓შეშა გაცილებით უფრო „ბინძური“ საწვავია ვიდრე ბუნებრივი აირი