რობოტი-ჰუმანოიდი სინთეტიკური კუნთებით

პოლონურმა კომპანიამ Clone Robotics წარადგინა პირველი რობოტი Clone Alpha, რომელსაც აქვს სინთეტიკური ორგანოები, ხელოვნური კუნთები და ჩონჩხის სისტემა. შესაბამისად, Clone Alpha დეტალურად იმეორებს ადამიანის აგებულებას.

პოლონურ კომპანიას სურს შექმნას ისეთი რობოტი, რომელიც მაქსიმალურად დაემგვანება თავისი აგებულებით ადამიანს.

Clone Robotics-ში იმედოვნებენ, რომ მათ მიერ წარმოებულ რობოტებს ექნებათ ის მოქნილობა და ფიზიკური ძალა, რაც ახასიათებთ ცოცხალ არსებებს.

რობოტი აღჭურვილია რთული სენსორული სისტემით, 400-მდე ინერციული გადამცემი მოწყობილობებით, რომლებიც კუნთების ძალას აკონტროლებენ.

კომპანიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე უკვე 279-მა დამკვეთმა გამოთქვა სურვილი, შეიძინოს Clone Alpha.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading