აფხაზები თბილისს ელექტროენერგიის უსასყიდლოდ მიწოდების გაზრდას სთხოვენ

აფხაზეთი თბილისს დენის მიწოდების გაზრდას სთხოვს, თანაც პრაქტიკულად  უფასოდ, რადგან ოკუპირებულ რეგიონს ფული გამოელია. ამის მიზეზი რუსეთიდან დაფინანსების შემცირება გახდა, რის გამოც სეპარატისტებს ხელფასების დარიგება სწორედ იმ რეზერვიდან მოუწია, რომელიც  ელექტროენერგიის შეძენისთვის ჰქონდათ განსაზღვრული.

აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება ენგურჰესის მეშვეობით ქართულ მხარესთან ელექტროენერგიის მიწოდების უსასყიდლოდ გაზრდაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს. ამის შესახებ აფხაზეთის დე ფაქტო პრემიერმინისტრობის მოვალეობის შემსრულებელ ვალერი ბგანბამ ე.წ. საზოგადოებრივი პალატის წევრებთან შეხვედრაზე განაცხადა. აფხაზური მედიის ინფორმაციით, მოცულობის უსასყიდლოდ გაზრდის სანაცვლოდ აფხაზური მხარე ზამთარში მიწოდებული ელექტროენერგიის ზაფხულში იმავე მოცულობით ანაზღაურების პირობას დებს.

შეგახსენებთ, რომ ამჟამად აფხაზეთში ენერგეტიკული კრიზისია. დღისით აფხაზეთის მოსახლეობას დენი ორჯერ, მხოლოდ 1 სთ-ისა და 20 წუთის განმავლობაში, ხოლო ღამით 22:00-იდან 08:00 საათამდე მიეწოდება.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading