ქვეყნის მასშტაბით, სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია გრძელდება
იმუნიზაცია, ყველა მოქალაქისთვის, უფასოა და Abbott Biologicals B.V.-ის წარმოების, 4-კომპონენტიანი ვაქცინით მიმდინარეობს, რომელიც ერთ-ერთია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ რეკომენდებულ ვაქცინებს შორის. ამ დრომდე, ქვეყნის მასშტაბით, 130 000 მოქალაქე უკვე აიცრა. აცრა, ვაქცინაციის სერვისის მიმწოდებელ სამედიცინო დაწესებულებებში, 6 თვის ასაკიდანაა შესაძლებელი.
ვაქცინაცია გრიპის და მისი გართულებების თავიდან აცილების ყველაზე ეფექტური საშუალებაა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რისკ-ჯგუფების – ასაკოვანი ადამიანების, ორსულების, მცირეწლოვანი ბავშვებსა და ქრონიკული დაავადებების მქონე პირების ყოველწლიური ვაქცინაცია.
ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.