ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუშევანში სასმელი წყლის პრობლემა მოგვარდა
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, ბუბა გობეჯიშვილმა, კომპანია „არემჯის“ სიესარ მენეჯერთან, ზურაბ დევდარიანთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად სოფელ მუშევანში დასრულებული ინფრასტრუქტურული პროექტი მოინახულა და ადგილობრივ მოსახლეობას გაესაუბრა.
პროექტის ფარგლებში, კომპანია „არემჯის“ ფინანსური მხარდაჭერით სოფელში მოეწყო ახალი ჭაბურღილი, 4800 გრძივი მეტრი ქსელი, აშენდა ორი რეზერვუარი, ხოლო ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით დაიქსელა სოფლის გარკვეული ნაწილი. განხორციელებული სამუშაოები ითვალისწინებდა 105 მოსახლის საცხოვრებელ სახლამდე სასმელი წყლის ქსელის მიყვანას.
პროექტი კომპანია „არემჯისა“ და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 1 273 000 ლარი შეადგინა.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია/ Bolnisi Municipality City Hall




