თბილისის ცენტრალურ იუსტიციის სახლში სისხლის უანგარო დონაციის აქცია გაიმართა

თბილისის ცენტრალურ იუსტიციის სახლში სისხლის უანგარო დონაციის აქცია გაიმართა. ღონისძიების მიზანი სისხლის ბანკის მარაგების შევსებაშისხვადასხვა სამკურნალო დაწესებულების დახმარებაა.

სისხლის უანგარო დონაციის აქცია ჯანმრთელობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ჩატარდა. იუსტიციის სახლის თანამშრომლებმა საკუთარი თანადგომა და მხარდაჭერა გამოხატეს მათ მიმართ, ვისთვისაც სისხლის მიწოდება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

იუსტიციის სახლში მსგავსი სახის ღონისძიებები პერიოდულად ტარდება, რაც მომავალშიც გაგრძელდება.

Public Service Hall / იუსტიციის სახლი

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading