დაურ ისმაილოვმა ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებან მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა ინფრასტრუქტურულ და გარემოსდაცვით საკითხებზე
მარნეულის მერმა დაურ ისმაილოვმა პირველ მოადგილე გიორგი გოდაბრელიძესთან ერთად ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე იმსჯელეს მელიორაციის, დასუფთავების, საგზაო ინფრასტრუქტურისა და სოფლებში შიდა გზების მოწყობის საკითხებზე. ასევე დაიგეგმა სარწყავი არხების გაწმენდის სამუშაოები.
მერმა ყურადღება გაამახვილა მოსახლეობასთან აქტიურ კომუნიკაციასა და გარემოს დაცვის მიმართულებით მუშაობის გაძლიერებაზე, ასევე აღნიშნა მოსახლეობის ჩართულობის მნიშვნელობა.