რუსული არმია სამხრეთიდან და აღმოსავლეთიდან პოკროვსკს მიუახლოვდა-Euronews

რუსული არმია მიუახლოვდა ქალაქ პოკროვსკს დონეცკის ოლქში, – იუწყება Euronews-ი.

პოკროვსკის აღებამ რუსეთს შეიძლება მისცეს შესაძლებლობა გავიდეს დნეპროპეტროვსკის ოლქზე და მის ადმინისტრაციულ ცენტრზე – ქალაქ დნეპრზე, რომელიც უკრაინის სამხედრო ძალების ოპერაციების ცენტრად ითვლება სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში.

ამჟამად, რუსული არმია პოკროვსკიდან დაახლოებით 3 კილომეტრშია განთავსებული.
რუსულ არმიას მიეცა საშუალება მიახლოებოდა ქალაქ პოკროვსკის სამხრეთ ნაწილს სოფელ შევჩენკოს აღების შემდეგ, რომელიც 4-5 კილომეტრშია განთავსებული.

პოკროვსკი ითვლება საკვანძო პუნქტად დონეცკის ოლქის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში და ასრულებს შემაკავებელ ფუნქციას, რათა რუსული არმია არ წაიწიოს წინ დნეპროპეტროვსკის ოლქისკენ და მის ადმინისტრაციულ ცენტრ დნეპრისკენ, რომლის მოსახლეობა ერთ მილიონს შეადგენს.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading