ფოთლების დაწვა კვლავ პრობლემაა – გარემოსდაცვითი უწყება კონტროლს ამკაცრებს
შემოდგომის მოსვლასთან ერთად, საკარმიდამო ეზოებში ფოთლების დაწვა კვლავ გავრცელებულ მავნე პრაქტიკად რჩება, რაც გარემოს და ადამიანების ჯანმრთელობას სერიოზულ საფრთხეს უქმნის – განსაკუთრებით ბავშვებისთვის.
➡ ფოთლების წვისას გამოყოფილი კვამლი შეიცავს მომწამვლელ ქიმიურ ნივთიერებებს, რომლებიც აბინძურებს ჰაერს და იწვევს სასუნთქი გზების გაღიზიანებას.
🛑 ნარჩენების მართვის კოდექსის 35-ე მუხლით, ფოთლების ღია წესით დაწვა აკრძალულია და 500 ლარიანი ჯარიმით ისჯება.
👉 გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ამ პერიოდში ამკაცრებს კონტროლს. მათი ეკიპაჟები:
- 24/7 პატრულირებენ ქვეყნის მასშტაბით;
- მყისიერად რეაგირებენ ცხელ ხაზზე (📞 153) მიღებულ შეტყობინებებზე.
✅ უწყება მოუწოდებს მოქალაქეებს, ფოთლების დაწვის ნაცვლად გამოიყენონ ალტერნატიული, ეკოლოგიურად უსაფრთხო მეთოდები, როგორიცაა კომპოსტირება ან ნარჩენების ორგანიზებული გატანა.
📌 შეგახსენებთ: კანონდარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში, მოქალაქეებს ფინანსური სანქცია გარდაუვალია.
დაცვათ ერთად სუფთა გარემო – დავიცვათ კანონი! 🌱