გარდაბანში ღვაწლმოსილ პედაგოგების საზეიმო დაჯილდოვების ღონისძიება გაიმართა

გარდაბნის კულტურის სახლში გაიმართა პედაგოგებისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება, რომელიც ორგანიზებული იყო გარდაბნის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ კულტურისა და ხელოვნების ცენტრისა და საგანმანათლებლო რესურსცენტრის მიერ.
🎨 ღონისძიებას ახლდა ხალხური რეწვის ოსტატებისა და ხელოვანების ნამუშევრების გამოფენა, ასევე წარმოდგენილი იყო:

- ქორეოგრაფიული ანსამბლების: „საჯეირნო“, „კავთა“;
- გარდაბნის მუნიციპალიტეტის სამუსიკო სკოლების გაერთიანების მოსწავლეების მუსიკალური ნომრები.

🏅 განსაკუთრებული წვლილისთვის განათლების სისტემაში, პედაგოგებს სერტიფიკატები გადაეცათ.
🎓 ოქროსა და ვერცხლის მედლებით დაჯილდოვდნენ 2023–2024 სასწავლო წლის მედალოსანი კურსდამთავრებულები.
დაჯილდოებაში მონაწილეობდნენ:
- გარდაბნის მერი დავით კარგარეთელი
- საკრებულოს თავმჯდომარე მიხეილ გედეხაური
- სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ილია ჯალაღანია
- განათლების მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანი

📌 აღსანიშნავია, რომ ღონისძიება ჩატარდა მასწავლებლის ეროვნული პრემიის ფარგლებში, რომლის დასკვნითი ცერემონია 27 ოქტომბერს თბილისში გაიმართება.
📚 გარდაბნის მუნიციპალიტეტიდან პრემიაზე 5 პედაგოგია წარდგენილი.
🎉 ღონისძიება კიდევ ერთხელ წარმოაჩენს პედაგოგების ღვაწლის დაფასების მნიშვნელობას და მათი წვლილის აღიარებას საქართველოს განათლების სისტემის განვითარებაში.
