გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მოუწოდებს მოქალაქეებს, არ დაწვან ჩამოცვენილი ფოთლები საკარმიდამო ეზოებში
🔴 ფოთლების წვისას გამოიყოფა მომწამვლელი ნივთიერებები, რომლებიც საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას და აბინძურებს გარემოს – განსაკუთრებით ზიანდება ბავშვების სუნთქვითი სისტემა.
დეპარტამენტი ალტერნატივად გთავაზობთ კომპოსტირებას – პროცესს, რომლის შედეგადაც ხმელი ფოთლები ბუნებრივ სასუქად, ნეშომპალად გარდაიქმნება.
📌 დაწვა იკრძალება!
ნარჩენების მართვის კოდექსის მიხედვით, ბაღის ან პარკის ნარჩენების ღია წესით დაწვა იწვევს 500 ლარიან ჯარიმას.
🟡 მოქალაქეებს, ვინც დააფიქსირებს ფოთლების წვის შემთხვევას, შეუძლიათ დარეკონ გარემოს დაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე: 153 – შესაბამისი სამსახურები მოახდენენ მყისიერ რეაგირებას.