EasyJet თბილისი – ჟენევის შორის პირდაპირ ავიამიმოსვლას იწყებს

ევროპული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია EasyJet პირდაპირი რეისების განხორციელებას ჟენევასა და თბილისს შორის იწყებს – ინფორმაციას საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე განცხადებით, ახალი მარშრუტი მნიშვნელოვნად გაამარტივებს შვეიცარიიდან საქართველოს მიმართულებით მოგზაურობას და ხელს შეუწყობს ქვეყნის ტურისტული პოტენციალის ზრდას.

📌 მეტი ყურადღება საქართველოზე შვეიცარიულ მედიაში
შვეიცარიულმა ფრანგულენოვანმა ონლაინ-გამოცემა Pichon Voyageur-მა საქართველოს შესახებ ვრცელი სტატია გამოაქვეყნა, სადაც ქვეყანა აღწერილია როგორც მშვიდობის, სილამაზისა და კულტურის შთამბეჭდავი სინთეზი.

სტატიის ავტორმა საქართველოში იმოგზაურა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პრესტურის ფარგლებში და მკითხველს სთავაზობს, საქართველო განიხილონ არა როგორც სწრაფი ტურისტული დანიშნულება, არამედ „აღმოსაჩენი ქვეყანა“, სადაც სპონტანურობა და გზადაგზა აღმოჩენები მთავარი ღირებულებაა.

სტატიაში გამოკვეთილია:

  • თბილისის უნიკალური არქიტექტურა და ძველი უბნების ატმოსფერო
  • ქვეყნის კულტურული მრავალფეროვნება და ურბანული განვითარება
  • ქართული ღვინის ტრადიცია, როგორც ეროვნული იდენტობის ნაწილი
  • მთიანი რეგიონების, ბუნებრივი პარკებისა და სოფლების ავთენტურობა

🛫 EasyJet-ის ახალი რეისი და მედიაში მზარდი ინტერესი ერთობლივად კიდევ უფრო ზრდის საქართველოს, როგორც მიმზიდველი ტურისტული მიმართულების, საერთაშორისო ცნობადობას.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading