მცხეთა-მთიანეთში ბრაკონიერობის ფაქტი გამოვლინდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სოფელ ქსნის მიმდებარედ, მდინარე მტკვარზე, ელექტროიარაღით თევზჭერის ფაქტი აღკვეთეს.

🔹 მოქალაქე გასაბერი ნავიდან თევზაობდა აკრძალული მეთოდით.
🔹 ეკიპაჟის დანახვისთანავე ნავი გადააყირავა ნივთმტკიცებების დასამალად და გაქცევა სცადა, თუმცა შეჩერება შესაძლებელი გახდა.

⚠️ ელექტროიარაღი აზიანებს წყლის ეკოსისტემას და საფრთხეს უქმნის როგორც ბიომრავალფეროვნებას, ასევე ადამიანის სიცოცხლეს.

📌 2024 წლიდან, აღნიშნული ქმედება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას იწვევს:
320–400 საათი საზოგადოებრივად სასარგებლო შრომა
ან/და
2–4 წლამდე თავისუფლების აღკვეთა

✅ მასალები გადაგზავნილია შესაბამის უწყებაში.

📞 შეგახსენებთ, რომ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი 24/7 რეჟიმში პატრულირებს და რეაგირებს გარემოს დაცვის ცხელ ხაზზე – 153 – შესულ თითოეულ შეტყობინებაზე.

🌿 ბრაკონიერობასთან ბრძოლა გრძელდება – ბუნება საერთო პასუხისმგებლობაა!

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading