ინფრასტრუქტურის მინისტრი იმერეთში სტიქიის ზონაში იმყოფებოდა

ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, რეგიონული განვითარებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის მინისტრის მოადგილე ლევან ზაუტაშვილი, ხარაგაულის მერი კობა ლურსმანაშვილი და იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ლევან ზალკანიანი იმყოფებოდნენ სტიქიით დაზარალებულ სოფლებში — ხემაღალსა და ღვერკში.
📍 ხემაღალი
მინისტრმა შეხვედრა გამართა სტიქიით დაზარალებულ მოსახლეობასთან, მოისმინა მათი საჭიროებები და სახელმწიფოს მხრიდან დახმარების გაგრძელებაზე ისაუბრა.
📍 ღვერკი
გაიცნო მდინარე ყარნაზე მიმდინარე ღვარცოფის პრევენციისა და წყლის შეგუბების ლიკვიდაციის სამუშაოები, რომელიც საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ აგვისტოში დაიწყო.
🏠 პირველადი დახმარების სახით, 46 ოჯახს ბიუჯეტიდან გამოეყო თანხა;

ზოგი ოჯახი უზრუნველყოფილია ქირით, ხოლო სხვებს აქვთ ალტერნატიული საცხოვრებელი ფართი;
ამჟამად სტიქიის ზონაში არცერთი ოჯახი აღარ იმყოფება.
📌 შემდგომი ნაბიჯები:
- დაზარალებულებს მიეცემათ არჩევანი: ახალი საცხოვრებელი ან კომპენსაცია.
- მომზადებულია სოფლების საინჟინრო-გეოლოგიური კვლევის ანგარიში.
- დასკვნის შესაბამისად დაიწყება ინფრასტრუქტურული სამუშაოები:
▪ გზების მოწყობა
▪ გაზიფიცირება
▪ ელექტრომომარაგება
▪ მუნიციპალური ტრანსპორტის დანიშვნა
🚧 ადგილზე იმყოფებოდნენ ასევე ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე ვახუშტი ბაგრატიონი, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ლევან დარახველიძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

📣 ცენტრალური და ადგილობრივი მთავრობა კოორდინირებულად აგრძელებს მუშაობას სტიქიის შედეგების სრულად აღმოსაფხვრელად.
