„გმირის დღე“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში

დაბა მანგლისში, სიონის ტაძრის ეზოში, გაიმართა საგანმანათლებლო-კულტურული ღონისძიება – „გმირის დღე“, რომელიც ორგანიზებულია საქართველოს პარლამენტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე დროებითი კომისიის ინიციატივით.
🎯 პროექტის მიზანია ქართველი გმირების შესახებ ცნობიერების ამაღლება და ეროვნული ღირებულებების გაძლიერება ახალგაზრდებში.

📚 ღონისძიებაზე ისტორიკოსებმა ზეინაბ აბულაძემ და დავით ფაღავამ მოსწავლეებს მიაწოდეს ინფორმაცია რეგიონში მოღვაწე და ქართული ისტორიისთვის გამორჩეულ გმირებზე:
- დავით აღმაშენებელი
- თევდორე კველთელი
- იოანე მანგლელი
- გიორგი სააკაძე
- ლუარსაბ II

🙏 ღონისძიება დაიწყო ცოდნის პარაკლისით, რომელიც გადაიხადა მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტმა, მეუფე ანანია ჯაფარიძემ.
👥 შეხვედრას ესწრებოდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, ასევე დაბა მანგლისის, დიდი თონეთის, ორბეთის, დიდგორისა და ახალსოფლის სკოლების დირექტორები, პედაგოგები და მოსწავლეები.

📌 მსგავსი ღონისძიებები მნიშვნელოვანია ახალგაზრდებისთვის, რათა მათ უკეთ გაითავისონ საკუთარი ქვეყნის ისტორია და ღირსეული წინაპრების მაგალითით აღიზარდონ.