წაღვერში ხე-ტყით უკანონო სარგებლობის ფაქტი გამოვლინდა

სამცხე-ჯავახეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა წაღვერში, სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე, ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოავლინეს.
🔍 სამართალდარღვევა ადგილობრივ მკვიდრს უკავშირდება, რომელმაც 6 კუბური მეტრი წიწვოვანი სახეობის პირველი ხარისხის სამასალე მერქანი უკანონოდ მოიპოვა.

✅ მის მიმართ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, ხოლო უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყე გადატანილია წაღვერის „საქმიან ეზოში“ შემდგომი განკარგვის მიზნით.
📸 აღსანიშნავია, რომ გარემოს დაცვის მიზნით, სახელმწიფო ტყის მთელ პერიმეტრზე დამონტაჟებულია ფოტოხაფანგები, რაც სატყეო სამსახურის პატრულირებასთან ერთად, ეხმარება უკანონო ტყითსარგებლობის ფაქტების დროულად გამოვლენასა და აღკვეთაში.
