ლევან ჯანგველაძის განზრახ მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე წლის 14 მარტს ლევან ჯანგველაძის განზრახ მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით, სამართალდამცველებმა კიდევ ერთი პირი დააკავეს.
🔹 დაკავებულია 1973 წელს დაბადებული ლ.მ., ხოლო 1982 წელს დაბადებულ დ.მ.-ს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა.
🔹 მათ ბრალი ედებათ საადვოკატო საქმიანობის ხელშეშლასა და ჯგუფურად ჩადენილ მუქარაში.
🔹 დანაშაული გათვალისწინებულია სისხლის სამართლის კოდექსის 365-ე მუხლის მე-5 ნაწილით და ითვალისწინებს 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.
📌 გამოძიებით დადგინდა, რომ ლ.მ.-მ, შეხვედრაზე დაითანხმა გ.ბ. – ერთ-ერთი ბრალდებულის, სანდრო წივწივაძის ყოფილი ადვოკატი. შეხვედრისას, ლ.მ.-მ გ.ბ. მობილური ტელეფონით დაუკავშირა ამავე საქმეზე ბრალდებული და ამჟამად საზღვარგარეთ მყოფი დ.მ., რომელმაც ადვოკატს სიცოცხლის მოსპობით მუქარა შეუთვალა.
➡️ გამოძიება გრძელდება, დანაშაულის ჩამდენი სხვა შესაძლო პირების გამოვლენის მიზნით.