სტარტაპების მხარდაჭერა მთავრობის პრიორიტეტად რჩება

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს გრანტების პროგრამაში გამარჯვებულების დაჯილდოებაზე განაცხადა, რომ სტარტაპების მხარდაჭერა მომავალშიც მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი იქნება.
🔹 მისი თქმით, ინოვაციური სტარტაპები პირველ 3 წელიწადში საშემოსავლო გადასახადისგან თავისუფლდებიან, ქუთაისში კი შენდება ტექნოლოგიური ჰაბი.
🔹 დაჯილდოების ცერემონიაზე 20 გამარჯვებული სტარტაპი გამოავლინეს, რომლებმაც 150,000-ლარიანი თანადაფინანსების გრანტები მიიღეს.
🔹 გამარჯვებულებს წარმატება მიულოცეს საერთაშორისო აქსელერატორების წარმომადგენლებმა და ეკონომიკის მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა.
