მაია ბითაძე საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის ელჩს აშოტ სმბატიანს შეხვდა.


შეხვედრაზე მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოსა და სომხეთს შორის მრავალწლიან ურთიერთობას, ქვეყნებს შორის გარემოს დაცვის სფეროში საპარლამენტო თანამშრომლობის მნიშვნელობას და სამომავლო პარტნიორობის გაღრმავებას.


საუბარი ასევე შეეხო იმ კანონპროექტებს, რომლებიც ამ ეტაპზე კომიტეტში განიხილება. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებებზე.


შეხვედრაზე კომიტეტის თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა მშენებლობის ფარგლებში გამწვანების საკითხზე, ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების დროს გარემოსდაცვითი აღსრულების პროცესზე.


მაია ბითაძემ სომხეთის ელჩს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სტრატეგია და 2025 წლის სამოქმედო გეგმა გააცნო. აშოტ სმბატიანმა აღნიშნა, რომ გარემოს დაცვა და ბუნებრივი რესურსების მართვა ქვეყნებისთვის აქტუალური საკითხია.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ოფიციალური გვერდი ავრცელებს.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading