საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს აშოტ სმბატიანს შეხვდა


შეხვედრაზე საქართველოსა და სომხეთს შორის არსებულ ურთიერთობებზე, სტრატეგიულ პარტნიორობასა და საპარლამენტო კავშირების გაძლიერებაზე ისაუბრეს. ხაზი გაესვა კომიტეტების ერთობლივი სხდომების გამართვის და უახლოეს მომავალში დაგეგმილი მაღალი დონის შეხვედრების განხორციელების მნიშვნელობას.


ელჩთან შეხვედრისას საუბარი შეეხო სომხეთსა და საქართველოს შორის ორმხრივი ვაჭრობის გაზრდის ხელშეწყობას.


მხარეებმა რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე და სომხეთ-აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო პროცესის მიმდინარეობაზე ისაუბრეს.


ნიკოლოზ სამხარაძემ შეხვედრაზე აღნიშნა, რომ საქართველო მზადაა წვლილი შეიტანოს სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობების დარეგულირების პროცესში.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ოფიციალური გვერდი ავრცელებს.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading