მოტყუებით სახელმწიფოსთვის 4 მილიონ ლარამდე ზიანის მიყენების ფაქტზე რვა პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო

საქართველოს პროკურატურამ მოტყუებით სახელმწიფოს დიდი ოდენობით ქონებრივი დაზიანების ფაქტზე ორგანიზებული ჯგუფის რვა წევრის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ფინანსური სარგებლის უკანონოდ მიღების მიზნით 2022 წლიდან ჩამოაყალიბეს ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი.

გამოძიების მიხედვით, ბრალდებულებმა ეტაპობრივად დააფუძნეს სხვადასხვა იურიდიული პირები, რომელთა მეშვეობითაც ახორციელებდნენ ხეტყის შეძენასა და მის შემდგომ რეალიზაციას.

სამეწარმეო საქმიანობის პროცესში, მეტი სარგებლის მიღების მიზნით, ორგანიზებული ჯგუფის წევრები სისტემატურად არღვევდნენ კანონმდებლობით დადგენილ საგადასახადო დოკუმენტაციის წარმოების სპეციალურ წესს. ისინი საგადასახადო ორგანოებში წარდგენილ დეკლარაციებში ყალბ მონაცემებს უთითებდნენ, რის შედეგადაც არ იხდიდნენ კუთვნილ საერთო-სახელმწიფოებრივ გადასახადებს.

აღნიშნული სქემით, ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა 2022–2024 წლებში სახელმწიფოს მოტყუებით 4 მილიონ ლარამდე ქონებრივი ზიანი მიაყენეს.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading