ბოლნისის მერის მოადგილემ დღის ცენტრი „განთიადი“ მოინახულა და ბენეფიციარებს შობა-ახალი წელი მიულოცა
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თურალ ვალიევი, სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის უფროს იროდი უგრეხელიძესთან და ადმინისტრაციული სამსახურის უფროს გიორგი გასვიანთან ერთად, საგანმანათლებლო-სარეაბილიტაციო დღის ცენტრს „განთიადს“ ესტუმრა.
ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა ცენტრის ბენეფიციარებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს და საახალწლო საჩუქრები გადასცეს. სტუმრები ასევე დაესწრნენ დღის ცენტრის აღსაზრდელების მიერ ორგანიზებულ საახალწლო ღონისძიებას.
საგანმანათლებლო-სარეაბილიტაციო დღის ცენტრი „განთიადი“ ქალაქ ბოლნისში 2009 წლიდან ფუნქციონირებს და სპეციალური საჭიროებების მქონე პირებს სხვადასხვა სახის სერვისებს სთავაზობს.