დმანისის მუნიციპალიტეტმა 200 ბენეფიციარს საახალწლო ნობათი გადასცა
დმანისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეებმა თემურ ზურაბიშვილმა და არიფ სულეიმანოვმა, ასევე საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ოლეგ გოშუანმა მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ოჯახებს საახალწლო ნობათი გადასცეს.
სოციალური პროგრამის ფარგლებში დახმარება 200-მა ბენეფიციარმა მიიღო. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა პროგრამით მოსარგებლეებს დამდეგი ახალი წელი მიულოცეს და მომავალშიც მხარდაჭერა აღუთქვეს.