მარნეულის მერი სკოლა „მომავლის“ საახალწლო ღონისძიებას დაესწრო
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი, დაურ ისმაილოვი, სკოლის „მომავლის“ საახალწლო ღონისძიებას დაესწრო. მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას მრავალფეროვანი საახალწლო პროგრამა წარუდგინეს, წარმოდგენილი იყო მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები, ასევე, თეატრალური წარმოდგენა.
ღონისძიების ფარგლებში მერმა მოსწავლეებსა და პედაგოგებს დამდეგი ახალი წელი მიულოცა, წარმატებები უსურვა და აღნიშნა, რომ მსგავსი ღონისძიებები ბავშვების შემოქმედებითი პოტენციალის განვითარებასა და განათლების პროცესის გაძლიერებას მნიშვნელოვნად უწყობს ხელს.
საახალწლო ღონისძიებას მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე ტარიელ მამედოვი, მოადგილე ვასილ ხახულაშვილი, საკრებულოს წევრები, სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, პედაგოგები და მშობლები ესწრებოდნენ.