თეთრიწყაროში ბავშვთა ანსამბლ „ათინათის“ წინასაახალწლო კონცერტი გაიმართა
26 დეკემბერს ა(ა)იპ „თეთრიწყაროს კულტურისა და სპორტის ცენტრი“-ს ფოლკლორის სამსახურის ბავშვთა ვოკალურმა ანსამბლმა „ათინათმა“ (ხელმძღვანელი: ხათუნა თავართქილაძე) ა(ა)იპ „თეთრიწყაროს სკოლამდელი აღზრდა-განათლებისა და სოციალურად დაუცველთა დახმარების ცენტრში“ საახალწლო ღონისძიება გამართა.
ღონისძიება ცენტრის ბენეფიციარებს მიეძღვნა და მიზნად წინასაახალწლო განწყობის შექმნა, ერთ დღეში სიხალისისა და დადებითი ემოციების მიცემა დასახა. ღონისძიების დასასრულს ბენეფიციარებს საახალწლო საჩუქრები გადაეცათ.
ღონისძიებას ესწრებოდნენ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეები – ლევან ხმალაძე და რამაზ გულბანი, ცენტრის დირექტორი ფიქრია მეშველიანი, ცენტრის თანამშრომლები და მოწვეული სტუმრები.