თავდაცვის ძალების წარმომადგენლებს სახელმწიფო ჯილდოები გადასცეს
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა თავდაცვის ძალების წარმომადგენლებს სახელმწიფო ჯილდოები გადასცა, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისა და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის ერთობლივი წარდგინების საფუძველზე. დაჯილდოების ცერემონია საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა.
ღონისძიებაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მიულოცა ჯილდოს მიმღებთ, საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და დააზუსტა, რომ ჯარის რეკრუტირება, საბრძოლო მომზადების პროგრამები, ახალი განათლების სისტემა და ნატო-ს სტანდარტების დანერგვა ქმნის ძლიერი, პროფესიული ქართული არმიის საფუძველს
დაჯილდოების ცერემონიას ესწრებოდნენ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, ვიცე-პრემიერი და თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი, საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური გენერალ-ლეიტენანტი გიორგი მათიაშვილი. დაჯილდების შემდეგ პრეზიდენტმა ჯარის წარმომადგენლებს საზეიმო მიღებაზე უმასპინძლა.