პროკურატურამ ბაჩანა ახალაიას ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და ხელმძღვანელობის ბრალდებით ბაჩანა ახალაიას ოფიციალურად წარუდგინა ბრალდება. გამოძიების მიხედვით, იგი ტექნიკური საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენებით ორგანიზებას უწევდა და ხელმძღვანელობდა ჯგუფურ ძალადობრივ ქმედებებს, რომლებიც მიზნად ისახავდა კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლასა და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობას. ბრალდება წარდგენილია სსკ-ის 225-ე მუხლით, რაც 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა სასამართლოს პატიმრობის შუამდგომლობით მიმართავს.