პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიის დეტალებზე – რეჟისორი ბაკურ ბაკურაძემ ისაუბრა
„ყველა მნიშვნელოვანი საკითხი არის ის, რომ ამ პატარა სივრცეში წარმოდგენილი იყოს ჯარი, ძალოვანი სტრუქტურები, არჩეული პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე, რომელიც იხმობს მას სცენაზე. რა თქმა უნდა, გაჟღერდება საქართველოს ჰიმნი, ფიცის დადების გარდა ეს ღონისძიების ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი იქნება. ჰიმნს შეასრულებს სამების საკათედრო ტაძრის გუნდი სვიმონ ჯანგულაშვილის ხელმძღვანელობით და ანსამბლი „მართვე,რაღაცებს უფრო მეტ ყურადღებას ვაქცევ და პრეზიდენტის დაღმასვლა არ მაქვს გეგმაში, მინდა, რომ იყოს მხოლოდ აღმასვლა”- საქართველოს მეექვსე პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიის სცენარის დეტალებზე „ქრონიკას“ ღონისძიების რეჟისორი ბაკურ ბაკურაძე ესაუბრა.
საქართველოს პარლამენტის სხდომათა დარბაზში საქართველოს მეექვსე პრეზიდენტის მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაციის ცერემონია 29 დეკემბერს გაიმართება. ცერემონია 11:00 საათზე დაიწყება და დაახლოებით 40 წუთის განმავლობაში გაგრძელდება.