,,სამი დღის განმავლობაში არ მაძლევდნენ წყალს, არ მაჭმევდნენ საჭმელს, რამდენიმე საათის შუალედით გავყავდი, მაწამებდნენ, მცემდნენ, ელექტრო შოკერებს იყენებდნენ თითქმის ყველა ცემის ეპიზოდში“-გიორგი ხოჭავა

„გადამიყვანეს სამმართველოში და შემიყვანეს ე.წ. ამოსაცნობ ოთახში. მაშინ ჩემი ძმა 14 წლის იყო. მამაჩემი და დედაჩემი ამოსაცნობი ოთახის მეორე მხარეს დამიყენეს. მე მათ ვხედავდი, ისინი მე ვერ მხედავდნენ. ისევ დამაჩოქეს. მეგის ქარდავამ დამადო თავზე იარაღი და მეუბნებოდა, რომ მე შენ ახლა გესვრი თუ არ მეტყვი სად არის ალიბები და მერე დავხოცავ შენ მშობლებსო, შენ ძმასო, 14 წლის ბავშვსო. ხმას არ ვიღებდი და მინდოდა, რომ რაღაცნაირად რამდენიმე წუთით მაინც გამენეიტრალებინა ეს სიტუაცია და მე მას ვუთხარი ეს არ გაეკეთებინა და ერთი-ერთზე კაბინეტში დავმსხდარიყავით და გვესაუბრა. მან მითხრა კარგიო, შევედი კაბინეტში და მე მას ვუთხარი, რომ მე ეს არ გამიკეთებია და შენ ეს იცი, შენ უკვე მეორეჯერ გეუბნები, რომ თუ ჩემი მოკვლა გინდა, მე მომკალი, ჩემი მშობლები არაფერ შუაში არ იყვნენ და მათთვის თავი დაენებებინა.

ორი დღით ადრე დამიჭირეს ვიდრე მერე ჩაწერეს ჩემი დაჭერის თარიღი. შემაგდეს ე.წ კაპეზეზე და სამი დღის განმავლობაში არ მაძლევდნენ წყალს, არ მაჭმევდნენ საჭმელს, რამდენიმე საათის შუალედით გავყავდი, მაწამებდნენ, მცემდნენ, ელექტრო შოკერებს იყენებდნენ თითქმის ყველა ცემის ეპიზოდში“, – განაცხადა გიორგი ხოჭავამ.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading