ლოს-ანჯელესში ტყის ხანძრს ისევ ებრძვიან
ლოს-ანჯელესში ტყის ხანძრების შედეგად 10 000-ზე მეტი შენობა-ნაგებობა განადგურდა. ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 10-მდე გაიზარდა, არიან დაშავებულები. გაცემულია 180 000-მდე ადამიანის ევაკუაციის ბრძანება.
ცეცხლი გავრცელდა კერძო სექტორზეც, ქრობის პროცესში მობილიზებულია ავიაცია. მეხანძრეებს მუშაობა რთული ამინდის პირობებში უწევთ, ხანძრის ქრობას ძლიერი ქარი ართულებს. ეროვნული ჰიდრომეტეოროლოგიური სამსახურის მონაცემებით ლოს-ანჯელესის შემოგარენში ქარის სიჩქარე დღეს წამში 36 მეტრია.
პოლიციამ ლოს-ანჯელესის ოლქში მაროდიორობის აღსაკვეთად კომენდანტის საათი გამოაცხადა. სამართალდამცველებმა გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც პოლიციამ მიტოვებული სახლების გაძარცვის ბრალდებით 20 ადამიანი დააკავა.
