მარნეულის საკრებულომ მორიგი სხდომა გამართა
მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, ამირან გიორგაძის თავმჯდომარეობით, მორიგი სხდომა გამართა, სადაც დღის წესრიგით წარმოდგენილი 4 საკითხი განიხილეს და ყველა მათგანი ერთხმად დაამტკიცეს.
მიღებულ გადაწყვეტილებებს შორის იყო:
- მარნეულის 2025 წლის ბიუჯეტში ცვლილებების შეტანა,
- სოციალური და ჯანდაცვის პროგრამის განახლება,
- რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დასაფინანსებელი სამუშაოები, რომლის ფარგლებში ქალაქ მარნეულში კულტურის სახლის რეაბილიტაცია/რეკონსტრუქცია განხორციელდება.
სხდომას ესწრებოდნენ საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე ტარიელ მამედოვი, მოადგილეები რიჩარდ გიგანი და ვასილ ხახულაშვილი, მერის პირველი მოადგილე გიორგი გოდაბრელიძე, საკრებულოსა და მერიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები, აპარატის თანამშრომლები და მედიის წარმომადგენლები.