დმანისში ომარ მუმლაძის სახელობის სპორტული სკოლის რეაბილიტაცია დასრულდა
დმანისის ომარ მუმლაძის სახელობის სპორტული სკოლის რეაბილიტაცია დასრულდა. პროექტის ფარგლებში შენობას სრული განახლება ჩაუტარდა. სარეაბილიტაციო სამუშაოების საერთო ღირებულება 109 000 ლარია და ფინანსდება ადგილობრივი ბიუჯეტიდან.
დმანისის მერმა, კობა მურადაშვილმა აღნიშნა, რომ განახლებული ინფრასტრუქტურა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს რეგიონში სპორტის განვითარებასა და ახალგაზრდა სპორტსმენების წარმატებას.
დასრულებული სამუშაოები მუნიციპალიტეტის მერთან ერთად ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ იოსებ ალიბეგაშვილმა და მოადგილე ავთანდილ ჭრიკიშვილმა დაათვალიერეს.