ცნობილი ქართველი ექიმი გარდაიცვალა
,,ღრმა მწუხარებით გაცნობებთ, რომ 86 წლის ასაკში გარდაიცვალა ექიმი ნევროლოგი, ეპილეპტოლოგი და მედიცინის დოქტორი, მიხეილ ვირსალაძე (1938-2024). ბატონი მიხეილი ნიუ ჰოსპიტალსის კოლექტივისათვის და მთელი ქვეყნისთვის უდიდესი დანაკლისია.
მთელი თავისი ცხოვრება და პროფესიული გამოცდილება ბატონმა მიხეილმა ნევროლოგიის სფეროს განვითარებას მიუძღვნა.
მოღვაწეობის უმეტესი ნაწილი პ. სარაჯიშვილის სახელობის ნევროლოგიის ინსტიტუტში გაატარა. 60 წლის განმავლობაში აქტიურად მუშაობდა ნევროლოგიური დაავადებების და ეპილეფსიის მკურნალობის მიმართულებით.
მიხეილ ვირსალაძე იყო 47 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, მრავალი საერთაშორისო და ადგილობრივი სამედიცინო კონფერენციის მონაწილე, მსოფლიოს ნევროლოგთა ფედერაციის, ევროპის ნევროლოგიური საზოგადოებების ფედერაციის (EFNS), ეპილეფსიასთან ბრძოლის საერთაშორისო ლიგისა (ILAE) და საქართველოს ნევროლოგთა და ნეიროქირურგთა ასოციაციის წევრი.
მისი წვლილი ნევროლოგიის განვითარებაში შეუფასებელია.”-ნათქვამია New Hospitals / ნიუ ჰოსპიტალსი-ს განცხადებაში
