აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრი საქართველოს პრემიერ-მინისტრს საბერიოში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით სამძიმარს უცხადებს

აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ალი ასადოვი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით სამძიმარს უცხადებს.

„ბატონო პრემიერ-მინისტრო, ღრმა მწუხარებით შევიტყვეთ გალის რაიონის სოფელ საბერიოში მომხდარი ხანძრის შესახებ, რომლის შედეგად დაიღუპა ხუთი ბავშვი. მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით გამოვხატავ ჩემს ღრმა მწუხარებას, გიცხადებთ სამძიმარს პირადად თქვენ, გარდაცვლილთა ოჯახებს, ახლობლებსა და მთელ ქართველ ხალხს“, – აღნიშნულია ალი ასადოვის სამძიმრის წერილში.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading