ქართული ოცნების“ გორგასლის ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის ტრადიციული სხდომა გაიმართა

უმრავლესობის წევრებმა მიმდინარე სასესიო კვირის პლენარულ სხდომებზე განსახილველ საკითხებზე იმსჯელეს.

სხდომაზე საუბარი შეეხო არაერთ აქტუალურ საკითხს. მათ შორისაა, ამერიკული FARA-ს კანონი, რომლის ქართულ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანა მიმდინარეობს.

სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, სისხლის სამართლის კოდექსში სამშობლოს ღალატის მუხლი ბრუნდება.

სხდომაზე ასევე განიხილეს „მაუწყებლობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებული საკითხები, რასთან დაკავშირებითაც უამრავლესობის მიერ მიღებულ იქნა დამატებით გადაწყვეტილება, რომ ბრიტანული სტანდარტი გავრცელდეს მაუწყებლების ვებ-გვერდებსა და სოციალურ ქსელებზეც.

უმრავლესობის წევრებმა იმსჯელეს:

კანონმდებლობიდან ტერმინი „გენდერის“ ამოღებაზე

NGO სექტორის წარმომადგენლების სავალდებულო მონაწილეობაზე გადაწყვეტილებების მიღებაში

აგრეთვე, სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, ანტინარკოტიკული კამპანიის ფარგლებში კანონმდებლობა მკაცრდება. უმრავლესობის წევრები შეჯერდნენ, რომ სისხლის სამართლის კოდექსში სასჯელის სახით შემოვიდეს სავალდებულო მკურნალობა.

ინფორმაციას ქართული ოცნება ავრცელებს.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading