გასულ კვირას, იტალიის ქალაქ ტურინში, გაიმართა ENE ქსელისა და საერთაშორისო პროფესიული უნარების განვითარების წევრი კოლეჯების სამუშაო შეხვედრა, რომელშიც კოლეჯ „მოდუსის“ დირექტორი, ნინო ქავთარაძე მონაწილეობდა
კონფერენცია “Internationalising Vocational Excellence” დაეთმო პროფესიული განათლების განვითარების მნიშვნელოვან საკითხებს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა თვითშეფასების ინსტრუმენტის (ISATCOVE) დანერგვაზე და საერთაშორისო ხარისხის ნიშნის მიღების პროცესზე.
აღნიშნული ღონისძიება არის პროფესიული განათლების წარმომადგენლების, ექსპერტებისა და ორგანიზაციების შეხვედრის ადგილი, სადაც განხილულ იქნა ინოვაციური მიდგომები და საუკეთესო პრაქტიკები.
ENE ქსელის წევრობა გულისხმობს ევროპის საგანმანათლებლო ფონდის (ETF) პროფესიული სრულყოფილების ქსელის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებში აქტიურ ჩართულობას და კოლეჯის განვითარებაზე ორიენტირებული ინიციატივების განხორციელებას. სწორედ ENE ქსელის ფარგლებში ჩატარებული საერთაშორისო თვითშეფასების შედეგად, კოლეჯმა „მოდუსმა“ მიმდინარე წელს საერთაშორისო ხარისხის ნიშანი მოიპოვა.
ინფორმაციას კოლეჯი მოდუსი ავრცელებს.
