6 წლის ქართველი პატარა გენიოსი – დაუჯერებელი მათემატიკური შესაძლებლობებით

6 წლის დავით ჩარკვიანი თავისი გამორჩეული მათემატიკური ნიჭით ფართო საზოგადოების ყურადღებას იპყრობს – რთულ ამოცანებს სიზუსტითა და სწრაფად ხსნის.

„ჩემთვის მათემატიკა ნიშნავს იმას, რომ უფრო მეტი IQ გექნება, უფრო გენიოსი იქნები და შეგიძლია, რომ გააგიჟო ადამიანები,“ – ამბობს პატარა დავით ჩარკვიანი „შაბათ-კვირის დილის“ სიუჟეტში.

ის განსაკუთრებული ინტერესით სწავლობს რთულ მათემატიკურ ამოცანებს და შეცდომებსაც კი მოზრდილ ბავშივით აზროვნებით აფასებს:
„დედაჩემი რომ მეტყვის, შეცდომაა, წავშლი, შევცვლი. ვინც აკეთებს საქმეს, იმას ეშლება…“

დავითის საყვარელი მეცნიერები არიან აინშტაინი, ნიკოლა ტესლა და ისააკ ნიუტონი, ხოლო მათემატიკის გარდა დიდ სიყვარულს გამოხატავს ინგლისური ენის მიმართაც:
„რაც უფრო რთულია, მით უფრო მაგარია… თუ ინგლისური იცი, ვიდეოებს უნდა უყურო.“

პატარა გენიოსი დარწმუნებულია, რომ სწავლა ყველას შეუძლია (ბაიების) ასაკის გარდა, ყველა ასაკი ამისთვის შესაფერისია.

დავითს სტიმულს აძლევს ის ფაქტიც, რომ ადამიანებს მოსწონთ მისი მიღწევები:
„მომწონს, რომ ვაკეთებ ისეთ რაღაცებს, რაც ხალხს მოსწონს.“

პატარა ტალანტის ეს მოტივაცია და ცნობისმოყვარეობა საშუალებას აძლევს, თავის ასაკისთვის შეუფერებლად რთული გამოწვევები მარტივად გადალახოს და ყველას გვაჩვენოს, თუ რა დიდ პოტენციალს ატარებს.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading