„თბილისობა 2025“ – დედაქალაქი სახალხო დღესასწაულს 20-21 სექტემბერს მრავალფეროვანი პროგრამით აღნიშნავს

თბილისის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ „თბილისობა“ 20-21 სექტემბერს გაიმართება, მთავარი ლოკაციები კი რიყის პარკი, ორბელიანის მოედანი, აბანოთუბანი და ევროპის მოედანი იქნება.

🎉 ღონისძიებები მოიცავს:

  • ღია კინოთეატრებს
  • გასტრონომიულ და ღვინის ფესტივალებს
  • საბავშვო და საესტრადო კონცერტებს
  • სპორტულ და გასართობ აქტივობებს
  • გამოფენა-გაყიდვებს
  • ელექტრონული მუსიკის სცენებს

📌 20 სექტემბერს გაიმართება საპატიო მოქალაქეების დაჯილდოება,
📌 21 სექტემბერს კი ღონისძიება დასრულდება გალა-კონცერტით ევროპის მოედანზე„ყველა უმღერის თბილისს“.

🌇 „თბილისობა“ წელსაც ყველანაირი გემოვნებისა და ასაკის სტუმარზე იქნება მორგებული.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading