სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის ვადები შემცირდა
✅ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ადმინისტრაციული ბარიერების შემცირების და სერვისების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის პროცესი მნიშვნელოვნად გამარტივდა.
🔹 ცვლილებები შევიდა საქართველოს მთავრობის 2005 წლის №136 დადგენილებაში და დეტალურად განისაზღვრა თითოეული ეტაპის ვადები.
🔹 ადმინისტრაციული წარმოების საერთო ვადა – აუქციონის გამოცხადებიდან უარის თქმის გადაწყვეტილებამდე – არ უნდა აღემატებოდეს ოთხ თვეს.
🔹 გეოსაინფორმაციო პაკეტის მომზადება ფასიანი გახდა, ხელმისაწვდომია სტანდარტული და დაჩქარებული მომსახურება.
📌 სამინისტროს შეფასებით, აღნიშნული ცვლილებები:
- გაზრდის სისტემის გამჭვირვალობას
- შექმნის ბიზნესზე ორიენტირებულ და გარემოს დაცვაზე მორგებულ პროცესს
- ხელს შეუწყობს წიაღისეულის პასუხისმგებლიან და ეფექტიან მართვას.