კახეთში ნარკოდანაშაულისთვის 5 პირი დააკავეს – ამოღებულია 1337 ძირი კანაფი
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კახეთის პოლიციისა და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულისთვის 5 პირი დააკავეს.
🔹 დაკავებულები არიან:
ლ.მ. (დაბ. 1985), დ.მ. (დაბ. 1989), რ.ჩ. (დაბ. 2001), ხ.ს. (დაბ. 2003) და წარსულში ნასამართლევი ზ.ჩ. (დაბ. 1978).
📌 ბრალდებულები სიღნაღის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, დროებით სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთში, „კანაფის“ უკანონო დათესვას, მოყვანასა და კულტივირებას ეწეოდნენ. მცენარეს სახლის სპეციალურად მოწყობილ სათავსოში აშრობდნენ.
🔍 ჩხრეკისას ამოღებულია:
- 1337 ძირი კანაფი,
- განსაკუთრებით დიდი ოდენობით გამომშრალი მარიხუანა,
- მარიხუანას დაფასოებისთვის განკუთვნილი სასწორი.
⚖️ გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 260-ე¹, 25-265-ე¹ და 265-ე¹ მუხლებით, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.