ბათუმის აეროპორტში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკის შემოტანის ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ფინანსთა სამინისტროს ერთობლივი ოპერაციის შედეგად, 2001 წელს დაბადებული უცხო ქვეყნის მოქალაქე ა.ო. ნარკოდანაშაულის ბრალდებით ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს.
🔍 ჩხრეკის შედეგად, სამართალდამცველებმა ბარგში თხევადი საპნის შეფუთვაში შენიღბულად მოთავსებული, 4 კილოგრამამდე “ტეტრაჰიდროკანაბინოლის” შემცველი ნარკოტიკული ნივთიერება ამოიღეს.
⚖️ დაკავებულს ბრალად ედება:
- განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა,
- განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების საქართველოში შემოტანა.
📌 გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის
260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და
262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით,
რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.