,,გამოვთქვი წუხილი, რომ ნამდვილი დებატები უნდა იმართებოდეს, როდესაც ასეთი საკითხი წყდება, მით უმეტეს იმ ქვეყნის, რომლის 20 პროცენტი კვლავ ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ”-თეა წულუკიანი

„იმ შეხვედრებზე, რაც ჩვენ გავმართეთ ძალიან სერიოზულ დეპუტატებთან, რომელთაგან არაერთი სააკაშვილის მეგობარია და ეს ღიად თქვეს შეხვედრაზე, ასევე თქვეს, რომ რას აშავებს ეს საწყალი კაცი, გაუშვით და ა.შ. ამ შეხვედრებზე წითელ ხაზებზეც იყო საუბარი და მათ ღიად ვუთხარი ჩემი პარტიის და იმ პარლამენტის ახელით, რომელსაც მე აქ წარმოვადგენ, რომ არავითარი საპარლამენტო არჩევნები არ ჩატარდება, რადგან არავითარი კითხვის ნიშანი – აგვირჩია თუ არა ქართველმა ხალხმა პირველ ადგილზე, არ არსებობს. 800 000 ხმას ვერავინ მოიპარავდა, თუ ჯადოქარი არ არის, ეს არის წითელი ხაზი, და ამიტომ ამას თუ მოითხოვენ, ეს ვერ შესრულდება. ასევე წითელი ხაზია, მაგალითად სააკაშვილის გაშვება, რადგან საყოველთაო გაცხადებულია, რომ მიხეილ ყაველაშვილი მის შეწყალებას არ მოინდომებს. წინა პრეზიდენტმაც კი, რომელიც ექსტრემისტების მოკავშირე გახდა, არ შეიწყალა. წითელი ხაზია ასევე ისეთი პირობების დაკისრება, რომელიც ჩვენს სუვერენიტეტს ხელყოფს. მაგალითად პირდაპირ მიუთითო ქვეყანას, რა უნდა უნდა ჩაიწეროს ამა თუ იმ კანონში. შეიძლება იყოს სამუშაო ჯგუფი, სადაც ვმსჯელობთ თანასწორუფლებიან საფუძვლებზე და აქ დიდი ქვეყანა არ ურტყამს პატარა ქვეყანას, იმიტომ რომ პატარაა, არამედ სრულფასოვანი დიალოგია, სადაც რა სჯობს – ამაზე ხდება ფაქტებზე დაფუძნებული მსჯელობა.

ჩვენთვის დასახული მიზანი არის ის, რომ ჩვენი დელეგაციის უფლებამოსილების დადასტურება მოხდეს. თუ ეს მოხდება თუნდაც დათქმებით, ფაქტია, რომ ეს მოხდება“, –  განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თეა წულუკიანმა, რომელიც სამუშაო ვიზიტით სტრასბურგში იმყოფება.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading