კლიმატური პარტნიორობა – შეხვედრა გარემოს სამინისტროსა და AIIB-ს შორის

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის წარმომადგენელთან შეხვედრა გაიმართა. მხარეებმა იმსჯელეს ეკოლოგიურად მდგრადი განვითარების, კლიმატის პოლიტიკის და გარემოსდაცვით პროექტებში ინვესტიციების გაზრდის შესაძლებლობებზე.

სამინისტროს პირველი მოადგილის, ნინო თანდილაშვილის თქმით, საქართველო აქტიურად მუშაობს მწვანე ტრანსფორმაციაზე და მზადაა, AIIB-ის ექსპერტებთან მჭიდრო თანამშრომლობით შეიმუშაოს ქმედითი პოლიტიკა.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ენერგოეფექტურობაზე, ჭკვიან სოფლის მეურნეობაზე, მდგრად ირიგაციასა და სატყეო რესურსების მართვაზე — როგორც კლიმატური სტრატეგიის მთავარ მიმართულებებზე.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading