რუსთავში, მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსებში, ლიფტების სრული მოდერნიზაციის პროექტი გრძელდება – პირველ ეტაპზე, ახალი ლიფტი, 109 მისამართზე დამონტაჟდება

რუსთავში, მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსებში, ლიფტების სრული მოდერნიზაციის პროექტი გრძელდება. პირველ ეტაპზე, ახალი ლიფტი, 109 მისამართზე დამონტაჟდება. აქტიური სამუშაო პროცესი, ამ მომენტისთვის 30 ადგილზე მიმდინარეობს. სატენდერო პროცედურები დაწყებულია კიდევ 73 ლიფტის მოდერნიზაციისთვის.

ჯამში, 2025 წელს, ახალი ლიფტი რუსთავში, 182 მისამართზე მოეწყობა.

პროექტის განხორციელება, რუსთავის მერიამ, 2022 წელს დაიწყო. 2025 წლის ბოლომდე კი ახალი ლიფტი რუსთავში, 500-ზე მეტ მისამართზე იქნება დამონტაჟებული.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading